სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
2020-01-08 - საშობაო ,,ალილო"

ქრისტეშობის დღესასწაულზე აბაშაში ტრადიციული ,,ალილო“ გაიმართა.

სადღესასწაულო მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყო და ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დასრულდა.

,,ალილოს“ მსვლელობაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები.

მსვლელობის დასრულების შემდეგ დეკანოზმა კონსტანტინემ (კაჭარავა) საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

შეგროვილი საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცა და დღესასწაული მიულოცა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილმა.