სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
2020-09-18 - კამპანიას-,,დავასუფთაოთ მსოფლიო"-აბაშაც შეუერთდა

დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას დავასუფთაოთ მსოფლიო აბაშის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა.  საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელები, რკინიგზის, ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიები,  საავტომობილო მაგისტრალის აბაშის მონაკვეთი.

კამპანია საქართველოში ქვეყნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

2020 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია: „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის”.