სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
2020-01-02 - საახალწლო კონცერტი

საახალწლო კონცერტი გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში.

მასში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ბენდი, დუეტები, კვარტეტები, კვინტეტები, ინდივიდუალური შემსრულებლები, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ჰარირა“, ხელოვნების სკოლის ბავშვთა აკადემიური გუნდი მოწვეული ბენდი ,,არგო“.

აბაშელებს ახალი წელი მიულოცეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ.

აბაშურ  წვიმას ხელი არ შეუშლია კარგი განწყობის შექმნაში. ფიფქიები, ნორჩი მომღერლები, საახალწლო განათებები ხალისიან გარემოს ქმნიდა.

ღონისძიება ულამაზესი ფოიერვერკით  დასრულდა.