23 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე გია კუცია.
კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან განთავისუფლების შესახებ.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 მარტის N5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)” შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.