სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
2020-12-25 - საკრებულოს N22 სხდომა

25 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N22 სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“.

მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

2. საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური) პირების დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან განთავისუფლების შესახებ.

მომხსენებელი დათო თოფურია -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე.

3. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 მარტის N5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი დათო თოფურია -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე.

4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)“ შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

მომხსენებელი დათო თოფურია -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე.