2020-12-29 - საკრებულოს N23 სხდომა
29 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N23 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო სამი საკითხი:
- ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
- აბაშის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი მამუკა თელია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.
- აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია- აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ ,სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ მოკლედ შეაფასა 2020 წელი.დამსწრე საზოგადოებას წინასწარ მიულოცა ახალი წელი წინსვლა და წარმატებები უსურვა .